ირაკლი კობახიძე - შეურაცხყოფა, ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რასაც შესაბამისი ზომების მიღება სჭირდება
ირაკლი კობახიძე - შეურაცხყოფა, ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რასაც შესაბამისი ზომების მიღება სჭირდება

პატრიარქის ეპისტოლეში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ, ერთი ეხებოდა სიტყვით ძალადობას, რაც სერიოზული პრობლემაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პატრიარქის ეპისტოლეს შეფასებისას განაცხადა.

კობახიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეპისტოლესთვის მადლობა გადაუხადა.

„პატრიარქის ეპისტოლეში ძალიან მნიშვნელოვანი ორი გზავნილი მოვისმინეთ. ერთი ეხებოდა სიტყვით ძალადობას, რაც სერიოზული პრობლემაა. შეურაცხყოფა, ბილწსიტყვაობა, რაც ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსც სჭირდება, რა თქმა უნდა, დაფიქრება, შესაბამისი ზომების მიღება.

ასევე საუბარი იყო განათლებაზე. კონკრეტულად საუბარი, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. ასევე ეპისტოლეში საუბარი იყო პატრიოტულ აღზრდაზე, რაზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პატრიარქს ამ ეპისტოლესთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.