ირაკლი კობახიძე - შემაშფოთებელია, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას, ამ შემთხვევაში, დანიას ადამიანის უფლებების, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით
შემაშფოთებელია, როდესაც ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას, ამ შემთხვევაში, დანიას, ადამიანის უფლებების, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამას დაახლოებით 10-20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.
„შემაშფოთებელზე მეტია, რაც დანიაში ვიხილეთ. მართლაც შემაშფოთებელია, როდესაც ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას, ამ შემთხვევაში, დანიას, ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით. ამას დაახლოებით 10-20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. ამაზე გვჭირდება სათანადო რეაგირება. მხედველობიდან არ უნდა იყოს გაშვებული ასეთი პროცესები და საზოგადოების ყურადღებაც უნდა გავამახვილოთ ასეთ პროცესებზე, რათა საზოგადოებამ სწორი დასკვნები გამოიტანოს, რა მიმართულებით ვითარდება პროცესები ევროპის მასშტაბით, ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.