ირაკლი კობახიძე - შემაშფოთებელია "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები, რომ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან
ირაკლი კობახიძე - შემაშფოთებელია "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები, რომ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შემაშფოთებელს უწოდებს “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში განცხადებას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უკვე დიდი ხანია სააკაშვილი და მის პარტიაზე აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა დასავლელი მეგობრებისთვის.

„შემაშფოთებელია ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დადებითად არიან განწყობილი პროდასავლური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ. ამ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ამოცანაა. თუმცა, ეს მხარდაჭერა უკვე დიდი ხანია აღარ ვრცელდება სააკაშვილსა და მის პარტიაზე, რომელიც, ობიექტურ მიზეზთა გამო, აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის.  აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ფრაზა გაკვირვებას იწვევს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.