ირაკლი კობახიძე - კონკრეტული მექანიზმებით განისაზღვრება, რა რადიუსში იქნება შესაძლებელი საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების ყოფნა
ირაკლი კობახიძე - კონკრეტული მექანიზმებით განისაზღვრება, რა რადიუსში იქნება შესაძლებელი საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების ყოფნა

ამომრჩევლის აქტიურობის უზრუნველყოფისთვის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობები არსებობს და ამ შესაძლებლობებს საარჩევნო სუბიექტები იყენებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომელიც საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორების ყოფნას ეხებოდა.

ამასთან, მისი თქმით, სურათი, რომელიც საარჩევნო უბნებთან 20 წლიან ტრადიციადაა ჩამოყალიბებული, არავის მოსწონს. ამ საკითხზე კონსულტაციები იყო და შესაბამისი მექანიზმიც შეიქმნება.

„სურათი, რომელიც ტრადიციულად საარჩევნო უბნებთან არის ჩამოყალიბებული გასული წლების განმავლობაში, საქართველოში დაახლოებით 20 წლიანი ტრადიციაა, ეს სურათი ალბათ არავის მოგვწონს. ამ თემაზე ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი და კონსულტაციები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ეუთო/ოდირი) და შეიქმნება კონკრეტული მექანიზმები საარჩევნო კოდექსის დონეზე, მათ შორის განისაზღვრება რადიუსი, რა რადიუსშიც შესაძლებელი იქნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში აგიტატორებისა თუ კოორდინატორების ყოფნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს არასწორი სურათის პრევენციას, რომელიც საარჩევნო უბნების გარშემო ყალიბდება ხოლმე.