ირაკლი კობახიძე - შარშან, ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციამ ქვეყანა ამყოფა შანტაჟის, ხელოვნური კრიზისის რეჟიმში, იგივეს აგრძელებენ შიმშილობის ფორმით, რაც მიუღებელია, თუმცა მათი უფლებაა
ირაკლი კობახიძე - შარშან, ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციამ ქვეყანა ამყოფა შანტაჟის, ხელოვნური კრიზისის რეჟიმში, იგივეს აგრძელებენ შიმშილობის ფორმით, რაც მიუღებელია, თუმცა მათი უფლებაა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის წევრები ამ წუთებში ელენე ხოშტარიასთან იმყოფებიან, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

კობახიძის თქმით, სხვა მოშიმშილე დეპუტატებთან დაკავშირებითაც იგივე ნაბიჯი გადაიდგმება, თუ ამის საჭიროება იქნება.

„ჩვენი კოლეგები ზუსტად ახლა არიან ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსაკითხად. მასთან მისული არიან უმრავლესობის წევრები. თუ ანალოგიური საჭიროება იქნება სხვა დეპუტატებთან მიმართებითაც, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან გადაიდგმება იგივე ნაბიჯი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შანტაჟის ფორმას მიმართავენ.

„რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ეს არის შანტაჟის ფორმა და მათი პოლიტიკური უფლებაა. შარშან, ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციამ ქვეყანა ამყოფა შანტაჟის და ხელოვნური კრიზისის რეჟიმში, ახლა იგივეს აგრძელებენ უკვე შიმშილობის ფორმით, რაც ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა ეს მათი პოლიტიკური უფლებაა, შეუძლიათ, მიმართონ ამ ფორმას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.