ირაკლი კობახიძე - შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას, რაც მეტყველებს, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი პრინციპები
ირაკლი კობახიძე - შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას, რაც მეტყველებს, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი პრინციპები

შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაცებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება ბევრ რამეზე მეტყველებს.

„გახსოვთ, რომ როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, საუბარი იყო ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე და ა.შ., ამ საკითხთან დაკავშირებით შალვა შავგულიძე გამოდიოდა და თავის პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს, ეს ადამიანი გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაცეებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები და ეს ამის ნათელი დადასტურებაა“, – განაცხადა კობახიძემ.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ბლოკის კანდიდატად შალვა შავგულიძე იქნება.