ირაკლი კობახიძე - შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და გვითხრა,  აგერ ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო
ირაკლი კობახიძე - შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და გვითხრა,  აგერ ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო

27-28 თებერვალს შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვედრა – რა გინდათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი პირდაპირ ჩაერთო კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ კამპანიაში.

„ასეთი პასუხი დავუბრუნეთ, თქვენ გვითხარით რა გინდათ მეთქი, ზრდილობიანად ვუპასუხე, აგერ ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო. ყველაფრის მიუხედავად საბოლოო ჯამში კრიტიკულ მომენტში, ის მაინც დაიკავებს სახელმწიფოებრივ პოზიციას ამის იმედი გვაქვს. თუმცა მისი ბოლო გამოსვლა ამის იმედს ცოტა აფერმკრთალებს. სამწუხაროდ პრეზიდენტი პირდაპირ ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. პირდაპირ თქვა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, როცა ევროკავშირმა თავად ქულებით აღიარა, რომ ვიმსახურებდით“, – განაცხადა კობახიძემ.