ირაკლი კობახიძე - სერბეთში სპეკულაციური კამპანია დასრულდა იმით, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეიძინეს ბინები Emaar-ის პროექტში, Eagle Hills-ის პროექტის ოპონენტებსაც ვუსურვებ, შეიძინონ ბინები
ირაკლი კობახიძე - სერბეთში სპეკულაციური კამპანია დასრულდა იმით, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეიძინეს ბინები Emaar-ის პროექტში, Eagle Hills-ის პროექტის ოპონენტებსაც ვუსურვებ, შეიძინონ ბინები

Eagle Hills-ის პროექტის ყველა ოპონენტს, მინდა, ვუსურვო, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ საბაზრო ფასების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, Eagle Hills-ის პროექტის გარშემო სპეკულაციები ისმის.

„პროექტის გარშემო, სამწუხაროდ, გვესმის ხოლმე სპეკულაციები და ამასთან დაკავშირებით, მინდა, გავიხსენო ის, რაც თქვა კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, როდესაც გვქონდა საუბარი ამ თემებზე. ასეთივე კამპანია წამოიწყეს სერბეთში პოლიტიკურმა ოპონენტებმა Emaar-ის პროექტის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ამ ოპონენტებმა შეიძინეს ბინები Emaar-ის მიერ განხორციელებულ პროექტში. პროექტის ყველა ოპონენტს, მინდა, ვუსურვო, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ საბაზრო ფასების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.