ირაკლი კობახიძე სერ გარი ჯონსონს შეხვდა
ირაკლი კობახიძე სერ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  კრიზისებისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტს,  გენერალ  სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მსჯელობა შეეხო საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით გაკეთებულ ჩანაწერებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობის ახალ კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ინგლისელ სტუმარს მადლობა გადაუხადა კონსტიტუციის პროექტზე მუშაობისას გაწეული დახმარებისა და რეკომენდაციებისათვის. აღინიშნა, რომ სერ გარი ჯონსონი ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების საქართველოს კანონმდებლობაში ჰარმონიზაციის პროცესშიც ჩაერთვება და პარლამენტის წევრებს საკუთარ რჩევებს გაუზიარებს.