ირაკლი კობახიძე - საზოგადოებას აინტერესებს განვითარება, მშვიდობა, იმ რადიკალურ დღის წესრიგს, რომელიც ამოძრავებს ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა სპექტრს, საზოგადოების უმრავლესობა არ შეუერთდება
ირაკლი კობახიძე - საზოგადოებას აინტერესებს განვითარება, მშვიდობა, იმ რადიკალურ დღის წესრიგს, რომელიც ამოძრავებს ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა სპექტრს, საზოგადოების უმრავლესობა არ შეუერთდება

საზოგადოებას აინტერესებს განვითარება, მშვიდობა, იმ რადიკალურ დღის წესრიგს, რომელიც ამოძრავებს ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა სპექტრს, საზოგადოების უმრავლესობა არ შეუერთდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობა „სირცხვილიას“ მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ხომ არ ფიქრობს, რომ შეიძლება, მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რაც მეტად პოლიტიზებული იქნება აქციის შინაარსი, მით ნაკლები ადამიანი მივა აქციაზე.

„რაც უფრო მეტად იქნება პოლიტიზებული მათი შინაარსი და მოთხოვნები, მით უფრო ნაკლები ადამიანი მოვა აქციებზე. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა. ისინი ერიდებოდნენ პირველ აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებას ბოლო წუთებამდე და ნახეთ, რომ როგორც კი გადავიდნენ პოლიტიკურ მოთხოვნებზე, მაშინვე განახევრდა და შემცირდა აქციის მონაწილეთა რაოდენობა უკვე 24-ისთვის. ეს არის რეალობა. საზოგადოებას აქვს თავისი ინტერესები, დღის წესრიგი. საზოგადოებას აინტერესებს, რა თქმა უნდა, განვითარება, მშვიდობა ამ ქვეყანაში და იმ რადიკალურ დღის წესრიგს, რომელიც ამოძრავებს ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა სპექტრს, ბუნებრივია, საზოგადოების უმრავლესობა არ შეუერთდება. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.