ირაკლი კობახიძე - საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, სასკოლო ფორმების ინიციატივა ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.
„ზოგადად, ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, ამაზე ბევრი გვისაუბრია, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის. ეს ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი,“ – აღნიშნა პრემიერმა.