ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე. ჩინეთის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება.