ირაკლი კობახიძე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო

01:19, 29.09.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.

ერთა ლიგის მეორე ტურის თამაში „დინამო არენაზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

მთავრობის მეთაურთან ერთად, მატჩს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.

მსგავსი