ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას
საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას უსურვებს კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში.
„საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას. ვუსურვებთ მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში“, – აღნიშნავს პრემიერი.
კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. რობერტ ფრანცის პრევოსტს პაპობაში ლეო XIV ეწოდება.
On behalf of the Government of Georgia, I extend heartfelt congratulations to His Holiness Pope Leo XIV on his election. We wish him strength, wisdom, and divine guidance as he embarks on his sacred mission of leading the Catholic Church.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 9, 2025