ირაკლი კობახიძე - საქართველოს მიმართ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის, ბელარუსის მიმართ, ეს ერთადერთი ინტერესი არის, მეორე ფრონტი
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მიმართ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის, ბელარუსის მიმართ, ეს ერთადერთი ინტერესი არის, მეორე ფრონტი

მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი და საერთოდ არსად არ მიდის საუბარი იმაზე, რომ მოლდოვამ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოლდოვას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღო.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ არის სხვა ინტერესი, რაც მოლდოვისა და ბელარუსის მიმართ არ არსებობს.

„მესიჯი იყო, რომ საკმარისს არ ვაკეთებთ უკრაინისთვის. ამ დროს მოლდოვა არც სანქციებს უერთდება, არც სხვა განსაკუთრებულ ზომას იღებს და დსთ-ს წევრად რჩება. არავის არ უთქვამს, რომ ამის გამო მოლდოვის ხელისუფლება არის პრორუსული და ა.შ. არსად რეზოლუცია არ მიუღიათ მოლდოვასთან დაკავშირებით, არცერთ ევროპარლამენტარს ასეთი რამ არ უთქვამს და პირიქით, კანდიდატის სტატუსი მისცეს. მთავარი რა არის, რომ საქართველოს მიმართ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ, ბელარუსის მიმართ. ეს ერთადერთი ინტერესი არის სწორედ მეორე ფრონტი. ამას ჩვენ არ ვამბობთ ზოგადი ლოგიკის საფუძველზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამბობთ ინფორმაციის საფუძველზე, უბრალოდ, რა თქმა უნდა, გვიჭირს ბოლომდე კარტების გახსნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.