ირაკლი კობახიძე - საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ დაშლის
ირაკლი კობახიძე - საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ დაშლის

საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ დაშლის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ელოდებით თუ არა თქვენს სახელს და გვარს სანქცირებულთა სიაში?“.

კობახიძის თქმით, ეს კითხვა არის სიმბოლური დღევანდელ დღეს.

„ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ დაშლის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.