ირაკლი კობახიძე – საქართველო 2029 წელს, სომხეთთან ერთად, უმასპინძლებს 20-წლამდელთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, საქართველო მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის

14:53, 08.05.2026

2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის.

„2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია. საქართველო ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი