ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო კანდიდატზე პოზიციის დაფიქსირება არ გვეჩქარება
ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო კანდიდატზე პოზიციის დაფიქსირება არ გვეჩქარება

საპრეზიდენტო კანდიდატზე პოზიციის დაფიქსირება არ გვეჩქარება, გადავხედავთ არსებულ სპექტრს და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს საბოლოოა.

„საპრეზიდენტო კანდიდატზე არ გვეჩქარება პოზიციის დაფიქსირება. თუ არ ვცდები, სამართლებრივი ვადა გვაქვს რვა სექტემბრამდე. გადავხედავთ არსებულ სპექტრს და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. იყო გარკევული აზრთა სხვადასხვაობა, როცა განხილვა წარიმართა და უმრავლესობაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ჯობდა ჩვენი მხრიდან ყოფილიყო დასახელებული კანდიდატი. თუმცა საბოლოოდ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნება“ არ წარდგება თავისი კანდიდატით. ეს იყო საბოლოო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა სხვადასხვა მოსაზრება ბუნებრივია არსებობდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.