ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია, რადგან არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი
ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია, რადგან არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის განხილვა არ დაწყებულა.

“საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატი არ განიხილება. კანდიდატების განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა, განიხილება თუ არა მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.