ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს, ეს არის დღევანდელი რეალობა
ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს, ეს არის დღევანდელი რეალობა

საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს, ეს არის დღევანდელი რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად აქვს გიორგი მარგველაშვილს შესაძლებლობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატს ხმები წაართვას, კობახიძემ აღნიშნა, რომ კენჭისყრის შესაძლებლობა ყველას, აქვს და პირველ რიგში მოქმედ პრეზიდენტს.

“რაც შეეხება წარმატების შანსებს, დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილს მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს, ეს არის დღევანდელი რეალობა. სავარაუდოდ, კონკურენცია წარიმართება იგივე რესურსებით, როგორიც ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს წინა მუნიციპალურ არჩევნებში. ვვარაუდობ, რომ ხმებიც დაახლოებით ისე გადანაწილდება, როგორც გადანაწილდა ეს ბოლო არჩევნებზე”, – განაცხადა კობახიძემ.