ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციას ურჩევს, საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ
ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციას ურჩევს, საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციას ურჩევს, საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადება ოპოზიციის უფლებაა, თუმცა ეს მათ საარჩევნო დღის წესრიგს არ წაადგება.

„სჯობს, კონცენტრირებული იყვნენ არჩევნებსა და იმ საქმიანობაზე, რომელიც პარლამენტში ხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო დააკლდებათ ხმები, რომელსაც ისედაც მწირად მიიღებენ. აქედან გამომდინარე, მათთვის უკეთესია, სხვა დღის წესრიგით იმუშაონ, თუმცა ეს მათი არჩევანია და გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ. ვიმუშავებთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა. ოპოზიცია დაკავებულია მხოლოდ იმ საკითხებით, რომელიც მხოლოდ მათი პარტიებისთვის არის საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა. საპარლამენტო ოპოზიცია კი, ისევ პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს და პლენარულ სხდომებს არ ესწრება.