ირაკლი კობახიძე - სანქციებს დაელოდოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საარჩევნო შედეგებით პირველი ოპოზიციური პარტიაა და მიშელის დოკუმენტს დღემდე ხელს არ აწერს
ირაკლი კობახიძე - სანქციებს დაელოდოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საარჩევნო შედეგებით პირველი ოპოზიციური პარტიაა და მიშელის დოკუმენტს დღემდე ხელს არ აწერს

სანქციებს დაელოდოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საარჩევნო შედეგებით პირველი ოპოზიციური პარტიაა და  მიშელის დოკუმენტს დღემდე ხელს არ აწერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ღიმილისმომგვრელია, როდესაც პარტია ხელს არ აწერს დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მმართველ გუნდს სანქციებზე ესაუბრება.

„სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საარჩევნო შედეგებით პირველი ოპოზიციური პარტიაა და  შარლ მიშელის დოკუმენტს დღემდე ხელს არ აწერს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს. ესენი საუბრობენ სანქციებზე? ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილის მომგვრელი. რა თქვა ჰარცელმა? ყველასთან გვექნება კომუნიკაცია, ვმოქმედებთ ზედმიწევნით, რაც შეთანხმდა ზეპირად და წერილობით საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ასახულია შარლ მიშელის დოკუმენტში. ამ ტექსტისა და სულისკვეთების შესაბამისად ზედმიწევნით ვმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.