ირაკლი კობახიძე - სანქციები გამოიყენებოდა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ, ინტერესი კი იყო ომში ჩართვა, ჩვენი მხრიდან არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას

ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, სანქციები გამოიყენებოდა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.