ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, რუსული მიდგომა და პოლიტიკა არ იცვლება
ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, რუსული მიდგომა და პოლიტიკა არ იცვლება

რუსული მიდგომა და პოლიტიკა სამწუხაროდ არ იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, რუსული პოლიტიკა აგრესიული და არაპრაგმატულია. საქართველოს კი, აქვს თავისი ხედვა, რომელიც მშვიდობიან პოლიტიკას გულისხმობს.

„სამწუხაროდ, არ იცვლება რუსული მიდგომა და პოლიტიკა. ეს არის აგრესიული,  არაპრაგმატული პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, საუბარია მშვიდობიან ზომებზე, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი