ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ „ისფედის“ ხელმძღვანელობას ერთ თვეზე მეტი დასჭირდა, რათა ეღიარებინა PTV-ის გაყალბება
ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ „ისფედის“ ხელმძღვანელობას ერთ თვეზე მეტი დასჭირდა, რათა ეღიარებინა PTV-ის გაყალბება

სამწუხაროა, რომ ერთ თვეზე მეტი დასჭირდა „ისფედის“ ხელმძღვანელობას, რათა ეღიარებინა PTV გაყალბება, დღემდე არ უღიარებიათ 8-პროცენტიანი მაჩვენებლის გაყალბებაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ისფედის“ ხელმძღვანელობიდან ელენე ნიჟარაძის წასვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

ბათილი ბიულეტენები, რომ მიათვალეს ეს იყო სიყალბე და ეს იყო რეალურად PTV-ს გაყალბება. მერე მოუწიათ ბათილი ბიულეტენების გამოკლება. ეს პრობლემა ჩვენ 2 ნოემბერს აღმობაჩინეთ. ამის შესახებ საჯაროდ ვთქვით 3 ნოემბერს და სამწუხაროა, რომ ერთ თვეზე მეტი დასჭირდა „ისფედის“ ხელმძღვანელობას, რათა ეღიარებინა PTV-ის გაყალბება. დღემდე არ უღიარებიათ 8-პროცენტიანი მაჩვენებლის გაყალბებაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ჩაერია თუ არა ამ გადაწყვეტილებაში მმართველი გუნდი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „ჩვენი ჩარევა თუ ის იყო, რომ ბათილი ბიულეტენები და გაყალბება აღმოვუჩინეთ, ეს რა თქმა უნდა, ჩარევაა. ასევე თუ ჩვენი ჩარევა ის არის, რომ 8-პროცენტიან მაჩვენებელთან დაკავშირებით ტყუილი აღმოვაჩინეთ, ესეც ჩარევად შეგიძლიათ მიიჩნიოთ. ორი სიყალბე, რომ აღმოვაჩინეთ, თუ ეს არის ჩარევა, კი ბატონო, ჩარევა იყოს“,- განაცხადა კობახიძემ.

ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.