ირაკლი კობახიძე – სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ჩემი გადადგომის თემას, ხელოვნურად ქმნიან დღის წესრიგს, მერამდენე სამი თვე გავიდა, არ ვიცი
სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ამ თემას. მერამდენე სამი თვე გავიდა, არ ვიცი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარტიის დღევანდელ შეხვედრაზე არანაირ საკადრო ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა.
„სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ამ თემას. მერამდენე სამი თვე გავიდა, არ ვიცი. ხელოვნურად ქმნიან დღის წესრიგს. ერთადერთი საკადრო საკითხი იყო დღეს განხილული, პოლიტსაბჭო გაფართოვდა ორი წევრით. სხვა არცერთი საკადრო საკითხი არ განხილულა“, – განაცხადა კობახიძემ.