ირაკლი კობახიძე - სამი უცხოელი ითხოვდა დაჟინებით მელიასთან დაკავშირებით ამნისტიის კანონს, გპირდებით, აღარასდროს მოვაწერთ ხელს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას
ირაკლი კობახიძე - სამი უცხოელი ითხოვდა დაჟინებით მელიასთან დაკავშირებით ამნისტიის კანონს, გპირდებით, აღარასდროს მოვაწერთ ხელს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას

სამი უცხოელი ითხოვდა დაჟინებით მელიასთან დაკავშირებით ამნისტიის კანონის მიღებას და მოგვიწია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელს აღარასდროს მოაწერს ისეთ შეთნხმებას, რომელიც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას ითვალისწინებს.

„მიხეილ დაუშვილს აინტერესებდა, რატომ მივიღეთ ამნისტიის კანონი მელიასთან დაკავშირებით. მარტივად გიპასუხებთ, სამი უცხოელი ითხოვდა ამას დაჟინებით. სამი უცხოელი ითხოვდა დაჟინებით და ჩვენ მოგვიწია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, მაგრამ გპირდებით, აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს, ისეთ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას. რამდენმა უცხოელმაც არ უნდა მოითხოვოს, თუ საქმე ეხება კონსტიტუციას, კონსტიტუციურ ჩარჩოს, ჩვენთვის მომავალში კატეგორიულად მიუღებელი იქნება ნებისმიერი ასეთი თავს მოხვეული შეთანხმება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.