ირაკლი კობახიძე – სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო, ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული

12:21, 10.11.2026

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და არაერთი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოცილურ ქსელში წერს.

„ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 13 ადამიანი.

მსგავსი