ირაკლი კობახიძე – სამართალდამცავ ორგანოებს თუ აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას
სამართალდამცავ ორგანოებს თუ აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვის საკითხზე კომეტირებისას განაცხადა.
„საკითხთან დაკავშირებით იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ გაქვთ. ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. მათ თუ კითხვები აქვთ, ეს კითხვები უნდა დაისვას და კითხვებზე პასუხები იქნება. შესაბამისად, იმ პროცესებს უნდა დაველოდოთ, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში განვითარდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ინფრასტრუქტურის, თუ ნებისმიერ სხვა სამინისტროში ხორციელდება, განსაკუთრებით მსხვილი ტენდერები, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებული.