ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები, საოცრება იქნება, თუ ამას გააკეთებს

13:00, 05.09.2023

სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საოცრება იქნება, თუ პრეზიდენტი ამას გააკეთებს.

„მგონია, ეს გამორიცხულია. თქვენ წარმოიდგინეთ, უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები. სალომე ზურაბიშვილი თუ ამას გააკეთებს, საერთოდ საოცრება იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი