ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის გეგმაა, როგორც ფსევდოშუაშისტურმა პოლიტიკოსმა, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ამას პირდაპირ ეწინააღმდეგება სააკაშვილის შეწყალება
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის გეგმაა, როგორც ფსევდოშუაშისტურმა პოლიტიკოსმა, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ამას პირდაპირ ეწინააღმდეგება სააკაშვილის შეწყალება

სალომე ზურაბიშვილის გეგმაა, როგორც ფსევდოშუაშისტურმა პოლიტიკოსმა, მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქცენტი გაკეთდება ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.

„მე მგონია, უფრო სხვა გეგმები აქვთ სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობრებს. გეგმა უფრო მეტად ორიენტირებულია იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ფსევდოშუაშისტურმა პოლიტიკოსმა, მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამ მიზანს პირდაპირ ეწინააღმდეგება თავისი არსით სააკაშვილის შეწყალება. ამიტომ, მგონია, რომ აქცენტი გაკეთდება უფრო სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არა სააკაშვილის შეწყალებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.