ირაკლი კობახიძე - საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სახელმწიფოს მიმართ
ირაკლი კობახიძე - საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სახელმწიფოს მიმართ

წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფოს განიხილავდნენ, როგორც თავიანთ საკუთრებას, არა მარტო სახელმწიფოს, ხალხის მიმართაც ეს დამოკიდებულება ჰქონდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველაფერი.

„პირდაპირ აშკარად იკვეთება, რომ უბრალოდ აიღო და საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი, ეს დამატებითი თანხებია, რაზეც დღეს არის საუბარი, თორემ ასეთივე ფაქტები არის ასახული იმ საქმეში, რომელსაც ეს რადიკალური ოპოზიცია უწოდებს პიჯაკების საქმეს. რა შუაშია პიჯაკები? ადამიანს ჰქონდა ბიუჯეტი უბრალოდ ამოდებული, როგორც ამბობენ ხოლმე უხეშად, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.