ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო რეფორმაზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამ ყველას პასუხი გასცა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო რეფორმაზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამ ყველას პასუხი გასცა

საკონსტიტუციო რეფორმაზე ყველას პასუხი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამ გასცა, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ჯანი ბუკიკიოს უწყების საბოლოო დასკვნაში იმ ფუნდამენტური პროგრესის შესახებაა აღნიშნული, რომელიც „ჩვენმა ძირითადმა კანონმა განიცადა“.

„რაც შეეხება ზოგადად საკონსტიტუციო რეფორმას, ყველას პასუხი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამ გასცა, სადაც არის აღნიშნული იმ ფუნდამენტური პროგრესის შესახებ, რომელიც ჩვენმა ძირითადმა კანონმა განიცადა.

ჩვენ ისეთ სისტემას ვამკვიდრებთ, რომელიც ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებთან სრულ შესაბამისობაშია. ეს მე-9 მოწვევის პარლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები იურიდიულმა კომიტეტმა მე-3 მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ირაკლი კობახიძის თქმით, მესამე მოსმენის დროს ტექსტში შინაარსობრივად არაფერი იცვლება.

„მეორე მოსმენის შემდეგ კონსტიტუციაში მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი. შესაბამისად, დღეს ჩვენ ასეთი რედაქციული შესწორებები წარვადგინეთ. შინაარსობრივად ბუნებრივია, ტექსტში არაფერი აღარ იცვლება”,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.