ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ორი შეხვედრა გაიმართება, სადაც საზოგადოებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის თაობაზე განმარტებები გაკეთდება.

რაც შეეხება თვითონ საყოველთაო სახალხო განხილვას, როგორც კი დასრულდება საგანგებო მდგომარეობა, იმედია, მალე მოხერხდება ეს, 22-ში იქნება თუ იქიდან 2-3 კვირაში, ამას მომავალი დღეები გვიჩვენებს. ვნახოთ, თუმცა ყველა შემთხვევაში გვაქვს საკმარისი დრო, რათა ჩაატაროთ საყოველთაო სახალხო განხილვა. ბუნებრივია, მოდიფიცირებული ფორმატით ჩატარდება, ეს განხილვა. სავარაუდოდ, შედგება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატში. კითხვა-პასუხის საშუალებაც იქნება. თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება სატელევიზიო ფორმატი იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც არის შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე. ამ ფორმატში შედგება ორი შეხვედრა და საზოგადოების წინაშე განმარტება გაკეთდება საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის თაობაზე. როდესაც ამოიწურება საყოველთაო სახალხო განხილვის ვადა, იქიდან დაახლოებით 9-10 დღეში შეგვიძლია, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში გაკეთდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.