ირაკლი კობახიძე - სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების გამართული მუშაობა, მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების გამართული მუშაობა, მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის

ბატონ მამუკა მდინარაძეს ვულოცავ თანამდებობის დაკავებას, ის პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის.

„ბატონ მამუკა მდინარაძეს ვულოცავ თანამდებობის დაკავებას. ის პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობას. სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სტრუქტურების გამართული მუშაობა, მათი საერთო კოორდინაციის ეფექტურად უზრუნველყოფა და ამ ყველაფერში სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის თანამდებობა. პიროვნულად ბატონი მამუკა მდინარაძე განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ბატონი მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ბატონ მამუკა მდინარაძეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.