ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილის მუშაობის დროსაც აქტიურად მზადდებოდა ეს საქმე.
„შეიძლება, საკადრო მხარე იყო ამის მიზეზი, შეიძლება, სხვა რამე, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როცა დაადგინა გარემოებები, მაშინვე მიმართა პროკურატურას. ოხანაშვილის დროსაც აქტიურად მზადდებოდა ეს საქმე. მის დროს დაიწყო ამ საქმის მომზადება. კორუფციასთან ბრძოლა არის მამუკა მდინარაძის ერთ-ერთი მთავარი მისია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.