ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე შსს, ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, რომ აღმოფხვრას ნებისმიერი ტიპის დანაშაული

13:54, 14.10.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა  ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია იმისათვის, რომ აღმოფხვრას ნებისმიერი ტიპის დანაშაული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ჩატარდა კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის ძალიან დიდი მადლობა, რადგან იყო დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ოპერაცია და ეს ყველაფერი შედგა წარმატებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი