ირაკლი კობახიძე – საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა პრიორიტეტია, წელსაც უზრუნველყოფილ იქნა მათთვის ხელფასების 10%-ით მატება

14:14, 27.06.2025

საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა, რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, უზრუნველყოფილი იქნა საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების მატება 10%-ით.

„საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა, რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტი. წელსაც უზრუნველყოფილი იქნა საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების მატება 10%-ით, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საბავშვო ბაღების პერსონალის, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასები მიმდინარე წლიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი