ირაკლი კობახიძე - საერთოდ არ არის საინტერესო, პრეზიდენტი მოაწერს თუ არა ხელს მთავრობის დამტკიცებას, კონსტიტუცია შეიცავს გარანტიებს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - საერთოდ არ არის საინტერესო, პრეზიდენტი მოაწერს თუ არა ხელს მთავრობის დამტკიცებას, კონსტიტუცია შეიცავს გარანტიებს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი მოაწერს თუ არა ხელს მთავრობის დამტკიცებას, საინტერესო არ არის.

მისი თქმით, კონსტიტუცია შეიცავს გარანტიებს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

„საერთოდ არ არის საინტერესო, მოაწერს თუ არ მოაწერს ხელს. კონსტიტუცია შეიცავს გარანტიებს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, თუ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს კონსტიტუციის სულისკვეთების წინააღმდეგ, მას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება კონსტიტუცია, რომელიც იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.