ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს გამოცდილებას გააცნობს
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს გამოცდილებას გააცნობს

საკანონმდებლო ორგანოში თამბაქოს კონტროლის შესახებ ფორუმი გრძელდება. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის და თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრებს.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი მიზნად ისახავს გააერთიანოს პროექტის პარტნიორი ქვეყნების დეპუტატების გაერთიანებას, რათა მათ შორის ინფორმაციისა და გამოცდილებების გაზიარება მოხდეს და ასევე თამბაქოს კონტროლის საკითხებში საპარლამენტო ქსელის ჩამოყალიბდეს.

„ძირითადი ამოცანა არის თამბაქოს კონტროლის შესახებ წარმატებული კანონმდებლობის მიღების და განხორციელების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში, როგორც ამას ჩვენი პარტნიორები ამბობენ. ეს არის წარმატება მთლიანად ქვეყნის და ჩვენი ყველა მოქალაქის, რადგან რეგულაცია, როგორიცაა მაგალითად, დახურულ შენობებში თამბაქოს მოწევის შეზღუდვა, აიტაცეს ჩვენმა მოქალაქეებმა. აღნიშნული მწეველი მოქალაქეების მხრიდან არამწეველების მიმართ სოლიდარობის ძალიან კარგი გამოხატულებაა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.