ირაკლი კობახიძე - საარჩევნო მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ჯარიმებზე ამნისტია სექტემბერში გაკეთდებოდა
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ჯარიმებზე ამნისტია სექტემბერში გაკეთდებოდა

ნებისმიერ ამნისტიაში თავისი არსით არის უსამართლობის მარცვალი. ამნისტია ერგება სამართალდამრღვევს და ასეთ დროს გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კოვიდპანდემიის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმების ამნისტიასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, აღნიშნული ინიციატივით უმრავლესობას ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა არ ჰქონია.

საბოლოო ჯამში, „კოვიდმა“ სხვადასხვა ფორმით გვაზარალა ადამიანები, მათ შორის სამართალდამრღვევებიც და როცა ეს პროცესი არის უკვე გადავლილი, სახელმწიფოს მართებდა ამაზე მსჯელობა და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საარჩევნო მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ეს სექტემბერში გაკეთდებოდა და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები ტარდება“, – განაცხადა კობახიძემ.