ირაკლი კობახიძე - საარჩევნო ბარიერის დაწევის ვალდებულება არ გვაქვს, თუ დავინახავთ ოპოზიციის მზაობას, პოლარიზაციის ხარისხი შეამცირონ, საკითხის განხილვას მომავალ ან 2024 წელს მივუბრუნდებით
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო ბარიერის დაწევის ვალდებულება არ გვაქვს, თუ დავინახავთ ოპოზიციის მზაობას, პოლარიზაციის ხარისხი შეამცირონ, საკითხის განხილვას მომავალ ან 2024 წელს მივუბრუნდებით

ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, არავითარი ვალდებულება არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პოლარიზაციის შესამცირებლად ოპოზიციის მხირდან მზაობის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხს მომავალ ან 2024 წელს განიხილავენ.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულება არ გვაქვს, ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, გაუქმებულია და ანულირებულია გასულ საუკუნეში. აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუმცა თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ პოლარიზაციის ხარისხი შეამცირონ, ჩვენ სავარაუდოდ, ამ საკითხის განხილვას მივუბრუნდებით მომავალ წელს ან 2024 წელს. მანამდე, ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა კობახიძემ.