ირაკლი კობახიძე - სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარია სახელმწიფო თვითმფრინავების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაზე, შესაბამისად, ეს საკითხიც უნდა იყოს შესწავლილი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარია სახელმწიფო თვითმფრინავების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაზე, შესაბამისად, ეს საკითხიც უნდა იყოს შესწავლილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა საუბარია სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებაზე, ამ შემთხვევაში საკითხი ეხება პირადი ინტერესებისთვის განხორციელებულ ვიზიტებს.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია და დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„საუბარია ისეთ ვიზიტებზე, რომლებიც განხორციელდა პირადი ინტერესებისთვის და არა – სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი ფაქტები არაერთხელ დაფიქსირებულია ე.წ. პიჯაკების საქმეში. რა შუაშია ხომ პიჯაკები, გასაგებია, რაზეც არის საუბარი. არსებობს რაღაც ნიშნები, რომ სახელმწიფო თვითმფრინავების პირადი ინტერესებისთვის გამოყენების შემთხვევები ფიქსირდება. ეს არის ცხადი და ძალიან მძიმე დანაშაული. შესაბამისად, ესეც უნდა იყოს შესწავლილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.