ირაკლი კობახიძე - სააკაშვილს არავითარი ზიანის მოტანა არ შეუძლია ქართული პოლიტიკისთვის, მას თავისი პოზიციიდან ზიანის მოტანა შეუძლია უკრაინისთვის
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილს არავითარი ზიანის მოტანა არ შეუძლია ქართული პოლიტიკისთვის, მას თავისი პოზიციიდან ზიანის მოტანა შეუძლია უკრაინისთვის

სააკაშვილს არავითარი ზიანის მოტანა არ შეუძლია ქართული პოლიტიკისთვის, მას თავისი პოზიციიდან ზიანის მოტანა უკრაინისთვის შეუძლია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„ჩვენთვის მიუღებელი იყო ის, რომ საჯარო მოსამსახურედ დაინიშნა პირი, რომელიც ჩვენთან უმძიმეს დანაშაულებშია მსჯავრდებული. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ღირსების საქმე. დანარჩენს რაც შეეხება, ბუნებრივია, სააკაშვილს არავითარი ზიანის მოტანა არ შეუძლია ქართული პოლიტიკისთვის, მას შეუძლია თავისი პოზიციიდან ზიანის მოტანა უკრაინისთვის, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მეგობრებს არ შეექმნებათ ისეთი საფრთხე, როგორი საფრთხეც შეუქმნა თავის დროზე სააკაშვილის სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობამ საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.