ირაკლი კობახიძე - სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ღალატი ვერ გაამართლებს რუსეთის ოკუპაციას, უმთავრესი ამოცანაა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ღალატი ვერ გაამართლებს რუსეთის ოკუპაციას, უმთავრესი ამოცანაა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერავითარი ღალატი ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა. რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

პრემიერის თქმით, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ხელისუფლების უმთავრესი ეროვნული ამოცანა.

„რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა. შესაბამისად, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი“, – განაცხადა პრემიერმა.