ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი და მისი ოჯახი ქართველ ხალხს ძარცვავდა, არავის უკვირს, რომ მილიონიან კონტრაქტებს აფორმებენ მარტო იმაში, რომ დიაგნოზი ვერ დასვას მათ მიერ დაქირავებულმა ექიმმა
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი და მისი ოჯახი ქართველ ხალხს ძარცვავდა, არავის უკვირს, რომ მილიონიან კონტრაქტებს აფორმებენ მარტო იმაში, რომ დიაგნოზი ვერ დასვას მათ მიერ დაქირავებულმა ექიმმა

სააკაშვილი და მისი ოჯახი ქართველ ხალხს ძარცვავდა და არავის უკვირს, რომ მილიონიან კონტრაქტებს აფორმებენ მარტო იმაში, რომ დიაგნოზი ვერ დასვას მათ მიერ დაქირავებულმა ექიმმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  ისინი ასეულობით მილიონს სხვადასხვა სფეროში შოულობდნენ და ახლა ამ ფულს ხარჯავენ.

„ყველამ ვიცით, რომ წლების მანძილზე სააკაშვილი და მისი ოჯახი ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ძარცვავდნენ. ისინი ასეულობით მილიონს სხვადასხვა სფეროში შოულობდნენ და ახლა ამ ფულს ხარჯავენ, ამ ფულით შეიძინეს ქონება. თავის დროზე მისმა ოჯახმა უნივერსიტეტი ხელში ერთ ლარად ჩაიგდო. ისინი ქართველ ხალხს ძარცვავდნენ და არავის უკვირს, რომ მილიონიან კონტრაქტებს აფორმებენ მარტო იმაში, რომ დიაგნოზი ვერ დასვას მათ მიერ დაქირავებულმა ექიმმა. სინამდვილეში, ლობისტური კონტრაქტი შეფუთვა მგონია, რეალურად არის გლობალური ინტერესები, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში იყოს ჩართული და უფრო მეტად ამას უკავშირდება ის კოორდინაცია, რომელიც დაკავშირებულია სააკაშვილის გათავისუფლებასთან. მთავარი ეს პოლიტიკური ინტერესია, ლობიზმი არის ამის ერთგვარი შეფუთვა“, – განაცხადა კობახიძემ.