ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი, ის იქნება იმ რეჟიმში, როგორ რეჟიმშიც არიან სხვა პატიმრები, ამას ყველა უნდა მიეჩვიოს და 30 ოქტომბრის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან საბოლოოდ მოიხსნას
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი, ის იქნება იმ რეჟიმში, როგორ რეჟიმშიც არიან სხვა პატიმრები, ამას ყველა უნდა მიეჩვიოს და 30 ოქტომბრის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან საბოლოოდ მოიხსნას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნებამდე გარკვეული სპეკულაციებია მოსალოდნელი და მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია.

კობახიძემ უპაასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შეეხედბოდა ადვოკატებს განცხადებებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა საშიშია.

„ყველა დაიღალა ამ სპეკულაციებით, სპეკულაციები მოიმატებს შემდეგი 5-6 დღის განმავლობაში, რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს. ვიცით, გვაქვს შიგნიდან, პარტიის ოფისიდან გამოტანილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, მათ შორის იმის, რომ შეუძლოდ არის და ა.შ. არჩევნებამდე ჩვენ რაღაც კლოუნადის მომსწრენი ვიქნებით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ალბათ ყველა დაიღალა ამით. 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება. შემდეგ თავიდან ბოლომდე უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე. ყველა უნდა შეეჩვიოს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და თან პატიმარი, რომელსაც უმძიმესი, სხვებზე ბევრად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ის იქნება იმ რეჟიმში, როგორ რეჟიმშიც არიან სხვა პატიმრები. ამას ყველა უნდა მიეჩვიოს და ეს საკითხი 30 ოქტომბრის შემდეგ დღის წესრიგიდან საბოლოოდ უნდა მოიხსნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, „ამბობენ, რომ ეკატერინე ტიკარაძეს ჰქონდა სხვა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი არ უნდა დარჩენილიყო ციხის კლინიკაში“, – კობახიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„მთავარი არის ის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია, მიხეილ სააკაშვილის უფლებებიც, როგორც პატიმრის უფლებები, იქნება დაცული, მაგრამ ეს უფლებები დაცული იქნება იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ პატიმარზე. ეს იქნება ჩვენი მიდგომა და ამ მიდგომით გაგრძელდება დაკვირვება. ამაზე არ მაქვს ინფორმაცია, ქალბატონი ეკა თავად გააკეთებს ალბათ ამაზე განცხადებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „იუსტიციის მინისტრმა მოიტყუა და თქვა, რომ კონსილიუმს არ ჰქოდა საუბარი მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანაზე, თუმცა კონსილიუმის დანარჩენი წევრები აღიარებენ, რომ ამაზე საუბარი იყო. რატომ დასჭირდა იუსტიციის მინისტრს მოტყუება?“, – ირაკლი კობახიძის გნმარტებით, კონკრეტული პირები, რომლებიც წარმოადგენდნენ სააკაშვილის ინტერესებს, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აყენებდნენ კონკრეტულ ინიციატივებს.

„რაც შეეხება კონსილიუმის შეჯერებულ პოოზიციას, როგორც იყო ეს ტყუილის სახით წარმოდგენილი კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, ეს ასე არ ყოფილა, ეს არ ყოფილა კონსილიუმის შეჯერებული პოზიცია. რაც შეეხება სააკაშვილის წარმომადგენლებს, ბუნებრივია, მათ აქვთ საკუთარი სუბიექტური, პოლიტიკური ინტერესი. ისინი, შეიძლება, აყენებდნენ ამ საკითხს, მაგრამ რაც შეეხება კონსილიუმს, კონსილიუმს ასეთი შეჯერებული პოზიცია, როგორც ვიცი, არ ჰქონია. შესაბამისად, იტყუება არა რატი ბრეგაძე, არამედ სამი კონკრეტული ტელევიზია“, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.