ირაკლი კობახიძე - რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელია
ირაკლი კობახიძე - რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელია

რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საბჭოთა სიმბოლიკებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ვაკის პარკში განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ასეთი პროპაგანდა მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია

„რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა არის შემაშფოთებელი და აქტიური მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი რისკების პრევენცია მოხდეს. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ რეჟიმში, როდესაც არის ოკუპირებული ორი ჩვენი ისტორიული რეგიონი, ასეთი პროპაგანდა პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე ისაუბრა საკითხზე, უნდა გამკაცრდეს თუ არა საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებასთან დაკავშირებული სანქციები.

„ვერ ეტყვით, რა ზომები შეიძლება იყოს მიღებული, თუმცა ჩვენთვის მთავარია, ჩვენი სტრატეგიული მიზნები იყოს უზრუნველყოფილი, გაგრძელდეს მუშაობა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზებისათვის. ეს პრიორიტეტებია ჩვენი დასავლური, ნატო-ში, ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული ეროვნული მიზანი დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს ყველაფერი, მათ შორის, პროპაგანდის თვალსაზრისით უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.