ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ქართველი ხალხის სახელით მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Deeply saddened by the passing of His Holiness Pope Francis. His legacy of peace, compassion, and unity will live on. On behalf of the people of Georgia, I extend our heartfelt condolences to the Catholic community around the world.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) April 21, 2025