ირაკლი კობახიძე - რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას
ირაკლი კობახიძე - რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას

მე ასეთი განცხადება არ მახსოვს, რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს ჩვეულებრივ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, მისი მხარდამჭერები გამოიხსნიან“.

„ასეთი განცხადება არ მახსოვს, რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას, რაზეა საუბარი. მთავარი არის ადამიანის უფლებების სტანდარტისა და იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დაკავშირებულია პატიმართან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის თავად პატიმარი, ხოლო შიმშილობის გამო რაიმე გართულების შემთხვევაში, ამაზე რეაგირება არის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა.

„შესაბამისი უწყება – იუსტიციის სამინისტრო აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას. თვითონ შიმშილობაზე პატიმარი არის პასუხისმგებელი, მაგრამ ამ შიმშილობის გამო თუ რაიმე გართულება იქნება, ამაზე რეაგირება არის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა და იუსტიციის სამინისტრო იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „სააკაშვილის დავალება იყო, გადაეყვანათ კერძო კლინიკაში. მისი ილუზიებით, 30 ოქტომბერს გარკვეული მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და საავადმყოფოდან გაიყვანდნენ“.